გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

14-03-2018

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჯიხაშკარში მცხოვრები გიორგი ზარანდია დააკავეს.
ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს.

"გალის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე. ტარდება საჭირო საგამოძიებო ღონისძიებები" – ნათქვამია განცხადებაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31