გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გუდაურში მომხდარ ინციდენტს საბაგიროს მწარმოებელი უცხოური კომპანიის ექსპერტები შეისწავლიან

16-03-2018



მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის, სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, გუდაურში ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტის დეტალების შესასწავლად ხვალ საქართველოში საბაგიროს მწარმოებელი კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ.

მისივე თქმით, ჯერ მომხდარი ინციდენტის მიზეზები ცნობილი არაა.  

„საბაგირო ტექნიკურად შემოწმდა 2017 წლის 22 დეკემბერს, სეზონის დაწყებისთანავე. მიზეზი არ ვიცით. გამოძახებული გვყავს ამ საბაგიროების წარმოებული კომპანიის ექსპერტები, რომლებიც ხვალ ჩამოვლენ და ჩვენ გვექნება ნათელი სურათი, რეალურად რა მოხდა.  ამ საბაგიროს და არა მთლიანად კურორტს, ელექტროენერგია გაეთიშა და მას შემდეგ  ის საშინელს მოხდა, რაც ყველას ნანახი გვაქვს, მიმდინარეობს გამოძიება“- განაცხადა ონოფრიშვილმა.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930