გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირინა ფრუიძემ ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გამართა

17-03-2018

ირინა ფრუიძე ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში რუსთავის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ადგილობრივი თვითმართველობის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.


კამპანია საჯარო შეხვედრების ფორმატით მიმდინარეობს და გულისხმობს ღია პარლამენტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.


ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმას და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს. შეხვედრა დასრულდა საჯარო კონსულტაციით, რომელიც გაიმართა 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის იდეების მიღების მიზნით.


შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
შეხვედრას ესწრებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031