გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
დეპუტატების მიერ პლენარულ და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებული ნორმები მკაცრდება

19-03-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლებიც დეპუტატების მიერ პლენარულ და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებულ გამკაცრებულ ნორმებს ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ფართო მხარდაჭერა ექნება. 

"ჩვენ არ გვჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთ ცვლილებებს რომელთა მიზანია პარლამენტის მუშაობის გაუმჯობესება. მე დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ამ პროექტს ექნება ძალიან ფართო მხარდაჭერა საპარლამენტო უმრავლესობაში",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატების მიერ პლენარულ და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებულ ნორმებს ამკაცრებს.
მისივე თქმით, რეგლამენტთან დაკავშირებული ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.

"უახლოეს მომავალში განვიხილავთ რეგლამენტში ცვლილებებს, უახლოეს მომავალში დაიწყება განხილვები პლენარულ სხდომებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი მუშაობდეს შეუფერხებლად და შესაბამისად იქნება მიღებული რეგლამენტში ცვლილებები იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა სხდომაზე დასწრების თვალსაზრისით",-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031