გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2017 წელს მშპ-ს მოცულობამ 38 042,2 მლნ. ლარი შეადგინა

21-03-2018

წინასწარი მონაცემებით 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 38 042,2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 11,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 პროცენტით განისაზღვრა.


მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,6 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,2 პროცენტი), მშენებლობა (9,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031