გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყალბი აშშ დოლარების შენახვა-გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

28-03-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ რუსთავში, ჯამში 2 100 აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი კუპიურა გაასაღა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930