გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული არცერთი ოჯახი დახმარების გარეშე არ უნდა დარჩეს

28-03-2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, იმ ოჯახების ნაწილს, რომლებიც 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალდნენ, კუთვნილი კომპენსაცია დროულად ჩაერიცხოთ.


როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა,ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ოჯახი, რომელსაცკომპენსაციაარ მიუღია.

„მაშინ დედაქალაქის მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია დაძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, თუმცა შესაძლოა, ეს გარკვეულ ლეგიტიმურ მიზეზებს უკავშირდებოდეს. მინდა მივმართო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ამ ადამიანების კომპენსაციით დაკმაყოფილება უმოკლეს ვადებში მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, დახმარების გარეშე არცერთი დაზარალებული ოჯახი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მოგვარდეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31