გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურა არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებული 65 წლის მწვრთნელისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

2-04-2018

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 65 წლის ა.ვ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.


უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 23 მარტს, ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელმა - მასწავლებელმა, 65 წლის ა.ვ.-მ არასრულწლოვან მოსწავლე გოგონასთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.


სამართალდამცველებმა ა.ვ. 2018 წლის 31 მარტს ქ. სენაკში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის მიერ გარყვნილი ქმედება, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ უკვე მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ა.ვ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.


დაზარალებულთან მუშაობს ფსიქოლოგი, მისი მხარდაჭერის მიზნით საქმეში ჩართულია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენელი ესწრება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31