გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: მთავრობის ახალ ინიციატივათა პაკეტი ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო კურსის ურყევობასა და მდგრადობას კიდევ ერთხელ ადასტურებს

5-04-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მიესალმება, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კონტაქტების გაღრმავებაზე. 
ამის შესახებ განცხადებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის პრესს-სამსახური ავრცელებს. 
„მთავრობის ახალ ინიციატივათა პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო კურსის ურყევობასა და მდგრადობას.
მივესალმები ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მიმართულია ინტეგრაციისკენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე. მიმაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენთვის უპირველესი პრობლემის, გადაწყვეტის გზა ურთიერთმიტევებაზე, თანაცხოვრების ისტორიულ გამოცდილებაზე დაფუძვნებული ურთიერთობების აღდგენაზე, იდენტობის შენარჩუნება-განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის მიღწევის გზების დასახვა-განხორციელებაზე გადის. საკანონმდებლო ინიციატივა ამ ისტორიული, სასიცოცხლოდ აუციელებელი ამოცანის გადაწყვეტის დაჩქარებას ემსახურება“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31