გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატრიარქი: მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად

6-04-2018

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

როგორც პატრიარქმა ბრძანა,  ადამიანის სიცოცხლის დასაცავად მეტი ზრუნვა გვმართებს.

 

 

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტაში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

 

აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზას და ბესარიონის(ბესიკის) უკვდავნი სულნი, ხოლო მათი ოჯახების წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ, იმ ქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთისსათნო საქმეებით შევეწიოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031