გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველი პარლამენტარები დამკვირვებლის სტატუსით აზერბაიჯანში, საპრეზიდენტო არჩევნებზე იმყოფებიან

12-04-2018

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურების მონიტორინგის მიზნით, საარჩევნო პროცესებს აკვირდებიან.

სადამკვირვებლო დელეგაციაში საქართველოს პარლამენტიდან აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და ჯგუფის წევრები ბიძინა გეგიძედა სავალან მირზოევი წარმოადგენენ. საარჩევნო პროცესებს საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით, კერძოდ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციიდან ოთარ დანელია, ხოლოდემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის სახელით, გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე და გია ბენაშვილი აკვირდებიან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31