გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს გამოცდილების გაზიარებას მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცდილობს

12-04-2018

"არაბეთის გაერთიანებული საeმიროების მხრიდან დადებითად შეფასდა ქართული მხარის გადაწყვეტილება ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის უფლების შესახებ არა მხოლოდ ყურის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც ამ ქვეყნებში აქვთ ბინადრობის უფლება. დღეს ქართული მხარის ამ გამოცდილების გაზიარებას მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცდილობს, რაც ძალიან პოზიტიურად აღიქმება", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ოფიციალური დელეგაციის საამიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ არაბული ავიაკომპანიების „Fly Dubai“-ისა და „Air Arabia”-ს ხელმძღვანელები.


„აღნიშნული გადაწყვეტილების ხელშეწყობით, 2017 წელს ორივე ავიაკომპანიის მიერ საქართველოში გადმოყვანილ მგზავრთა წლიურმა ნაკადმა 360 000-ს გადააჭარბა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930