გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი "Freedom House"-ის ანგარიშზე: დაუსაბუთებელი, ფაქტებისგან შორს მდგომი და ძალიან ტენდენციურია

12-04-2018

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში ფაქტებისგან შორს დგას.
მისივე თქმით, ამ ორგანიზაციის დასკვნები ძალიან ტენდენციური ხასიათისაა. 
ამის შესახებ სუბარმა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„დაუსაბუთებელი, ფაქტებისგან შორს მდგომი და ძალიან ტენდენციური დასკვნა არის. არ ვიცი რითი არის გამოწვეული მათი მხრიდან ასეთი დასკვნების გაკეთება მაგრამ იმდენად ტენდენციურია, რომ მე მგონი აზრი არ აქვს რამე კომენტარის გაკეთებას. "რუსთავი 2"-ის საქმეზე არის ის რომ პირველი დავა იყო ყოფილ და დღევანდელ მესაკუთრეებს შორის რაც გაგრძელდა არამხოლოდ ევროპის და არამხოლოდ ევროსაბჭოს მასშტაბით, არამედ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიდის საქმე. მეტი რა უნდა მოხდეს მე არ მესმის. როდესაც ასეთ თემებზე არის ლაპარაკი, ესეთი ტერმინოლოგია არის გამოყენებული აბსურდული და აბსოლუტურად არაფერთან შესაბამისი როგორიც არის პოლიტიკური ვენდეტა და ა.შ. არანაირი სურვილი არ მაქვს რაიმე სერიოზულ და მართლა მტკივნეულ თემაზეც გავაკეთო კომენტარი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031