გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობაში „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

13-04-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უზრუნველსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, მურმან ფარფალიასა და მთავრობის ახვა წევრებისგან დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობს, განიხილა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას წარმოშობილი ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური ხასიათის საკითხები.


შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებს მიეცათ დავალებები რათა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით უზრუნველყონ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო პროგრამაში აქტიური ჩართულობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031