გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარაჯიშვილის გამზირისა და ილორის ქუჩის გადაკვეთაზე შუქნიშანი დამონტაჟდა

14-04-2018

სარაჯიშვილის გამზირისა და ილორის ქუჩის გადაკვეთაზე შუქნიშანი დამონტაჟდა. ახალი შუქნიშანი რამდენიმე დღეში ამოქმედდება, რაც, თბილისის მერიის განცხადებით ქვეითთა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. აქამდე, გზაჯვარედინზე მხოლოდ ქვეითთა შუქნიშანი ფუნქციონირებდა.


მერიის ინფორმაციითვე, მიმდინარე წელს, ქალაქში სულ 11 ახალი შუქნიშნის ამოქმედება და 7-ის რეკონსტრუქცია იგეგმება.


შუქნიშნის სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ აბულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე გაეცნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930