გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები

17-10-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვეტერანებს ვეტერანთა დღე წალენჯიხიდან მიულოცა.

მთავრობის მეთაურმა წალენჯიხაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველას ვალია, პატივი მიაგოს ვეტერანებს და გაიხსენოს გმირები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში სამშობლოსთვის თავი გაწირეს.

„დღეს საქართველოში ვეტერანების დღეა. წალენჯიხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტია და თავის თავზე გამოიარა, თუ რა არის ოკუპაცია. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის დაღუპული გმირები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას.

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ჩვენი წარსულის ტრადიციებით და ფასეულობებით უნდა გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31