გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-მ "გრუ"-ს #74455 სამხედრო ერთეულის 6 მონაწილე გამოავლინა, რომლებიც რამდენიმე, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაში მონაწილეობდნენ

20-10-2020

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოავლინა "გრუ"-ს #74455 სამხედრო ერთეულის 6 მონაწილე, რომელიც ჩართული იყო რამდენიმე კიბერშეტევაში, მათ შორის საქარათველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-თავდასხმაშიც - განცხადებას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენ მივესალმებით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, ამ უგუნურ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად. საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ს, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის.

საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად" - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031