გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
112-ში შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც ჩუმი შეტყობინების უმოკლეს დროში გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

18-04-2018

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოჯახში ძალადობის მიმართულებით 112-ში შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლებს შესაძლებლობას აძლევს, ჩუმი შეტყობინება უმოკლეს დროში გააგზავნონ.
ამის შესახებ მეზვრიშვილმა გადაცემაში "პირისპირ" ისაუბრა. 

"ოჯახში ძალადობის მიმართულებით, გარკვეული რეკომენდაციები სახალხო დამცველმაც მოგვცა და ეს რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა ინფორმაციის სისტემატიზაციას და ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ. რაც შეეხება იმას თუ რა გავაკეთეთ აქამდე, რამდენიმე თვის წინ 112-ში შეიქმნა და უკვე დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც მსხვერპლებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გააგზავნონ ჩუმი შეტყობინება, რაც განსაკუთრებით ეფექტიანია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, იქ სადაც მსხვერპლებს არ აქვთ ტელეფონის აღების და 112-ში დარეკვის შესაძლებლობა, იმ მიზეზით, რომ ახლომახლო იმყოფება მოძალადე. ეს აპლიკაცია მსხვერპლს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ოპერატიულდ დაუკავშირდეს პოლიციას, გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება და რაც მთავარია ეს ყველაფერი გააკეთოს მოძალადისგან ფარულად" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31