გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„Check in Georgia“-ს ფარგლებში 19 მაისს ლეგენდარული ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება

18-04-2018

თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის შენობაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც „Check in Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და კონცერტებს და „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონის გახსნას შეეხება.


2018 წლის 19 მაისს „ბლექ სი არენა“ სეზონს ლეგენდარული კომპოზიტორის ენიო მორიკონეს კონცერტით გახსნის, რომელიც „Check in Georgia“-ს ფარგლებში ჩატარდება.


პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „ბლექ სი არენას“ დირექტორი ანი კავლელიშვილი.

 „Check in Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031