გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კავკასიის რეგიონში პირველად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი MIT გლობალურ სტარტაპ ლაბს შექმნის

19-04-2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორმა მიშა ბატიაშვილმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) თანამშრომლობის დეტალები განიხილეს, რომლის თანახმად, თბილისში MIT-ს მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ლაბი შეიქმნება.


მინისტრი მიიჩნევს, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშროლობა უმნიშვნელოვანესია და სამომავლოდ, როგორც ორგანიზების, ასევე შინაარსობრივ ნაწილშიც სრული მხარდაჭერა აღუთქვა.


ლაბის ფარგლებში, MIT სპეციალისტების ხელმძღვანელობით, სტუდენტები ტექნოლოგიურ პროექტებს განახორციელებენ და მოხდება მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანის ხელშეწყობა. გლობალური სტარტაპ ლაბის შექმნა ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიოს საუკეთესო სამეწარმეო კულტურა გაიზიარონ და ინოვაციური ბიზნესი შექმნან. პროგრამაში სტუდენტების სწავლის საფასურს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სრულად დაფარავს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930