გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგონ ის სარგებელი, რომელსაც ქვეყანა ნატოსთან ინტეგრირების პროცესით იღებს

19-04-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ქვეყანაში ნატო-ს დღეების დაწყებას გამოეხმაურა.


მისი თქმით, ნატოს დღეები, რომელიც 6 აპრილს დაიწყო და 1-ელ მაისამდე გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირების კუთხით.


„წელს ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება რეგიონებში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათ შორის - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად, მართავს არაერთ ღონისძიებას, რათა ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე იყოს სათანადო და ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგონ ის სარგებელი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ნატოსთან ინტეგრირების პროცესით; თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის.


სწორედ ამ თანამშრომლობას მოაქვს ის სტაბილურობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ნატოსთან თანამშრომლობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. უმნიშვნელოვანესია ის პროგრესი, რომელიც გვაქვს ძირითადი პაკეტის განხორციელების პროცესში, ასევე უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნებისა და გენერალური მდივნისგან საქართველოს აქვს.


ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, ეს დღეები სათანადოდ უნდა აღინიშნოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობა, მათ ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია, რათა სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ მათ იმ პროცესის შესახებ, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება“-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930