გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: უმრავლესობის სხდომა იქნება ერთგვარი შეჯამება იმ კონსულტაციების, რაც უკვე მიმდინარეობს

20-04-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველაზე მთავარი ის კონსულტაციებია, რომლებიც მმართველ გუნდში ახლა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, უმრავლესობის დაგეგმილი სხდომა მხოლოდ შემაჯამებელი სახის იქნება. 

„უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით, ერთგვარად შეიქმნა არასწორი მოლოდინები. ნუ იქნება ისეთი წარმოდგენა, რომ უმრავლესობის სხდომა იქნება ამ ყველა საკითხის პანაცეა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. უმრავლესობის სხდომა იქნება ერთგვარი შეჯამება იმ კონსულტაციების,“-განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის სხდომა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. მმართველი გუნდის შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ის შესაძლოა ხვალ თბილისში გაიმართოს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031