გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავარ პროკურატურას უკრაინის დელეგაცია ეწვია

20-04-2018

საქართველოს მთავარ პროკურატურას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ქართული გამოცდილების გაცნობის მიზნით, უკრაინის დელეგაცია ეწვია.

სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან უკრაინის იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული უშიშროებისა და სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უკრაინის ბავშვთა უფლებების ფონდის ექსპერტი, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული შედეგები, ქართული მხარის გამოცდილება არასრულწლოვანთა ახალი მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებასა და ამოქმედებაში, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, განრიდებისა და მედიაციის პროგრამები, ზოგადი სტატისტიკური მონაცემები, პროკურორების სპეციალიზაცია და მულტი-დისციპლინური საბჭოების დაარსება რეგიონებში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების შემდგომი გაცვლის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930