გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს

20-04-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ზაფხულის მეორე ნახევარში დაასახელებს.
მისი თქმით, ჯერჯერობით კანდიდატის დასახელება ნაადრევია და ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები გაიმართა.



„ჯერჯერობით კანდიდატის დასახელება არის ნაადრევი, სავარაუდოდ ზაფხულის მეორე ნახევარში, სადღაც, ივლისში, აგვისტოში დასახელდება ჩვენს მიერ უკვე ოფიციალურად პრეზიდენტობის კანდიდატი.

მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები იყო გამართული. კონსულტაციებსაც ვერ დავარქმევ ამას, რა მსჯელობაც ჩვენ გვქონდა აქამდე.

გაგრძელდება, რა თქმა უნდა, განხილვები და ამის საფუძველზე ჩვენ შევჯერდებით საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31