გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციამ საქართველოს შსს-ს დანაყოფების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

21-04-2018

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გენერალური კომისარი - ელოი კუიროს ალვარესი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ესტუმრა.


ელოი კუიროს ალვარესმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, „112“-ის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა.


ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული ოპერაციები ხაზგასმით აღნიშნეს.


ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თავის მხრივ, ესპანელმა სამართალდამცველებმა ქართველ კოლეგებს ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.


ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დეტალებიც განიხილეს, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.

ესპანეთის ინიციატივით, ასევე, იგეგმება საქართველოში პოლიციის ატაშეს მოვლინება, რაც ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.


დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ესტუმრნენ და მათი მუშაობის სტრუქტურას, აღჭურვილობას და შესაძლებლობებს გაეცნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31