გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ დუნდუა კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციაზე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და მიუთითებს საქართველოს მაღალ რეპუტაციაზე კორუფციული რისკისგან თავისუფლების თვალსაზრისით

3-12-2020

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და მიუთითებს საქართველოს მაღალ რეპუტაციაზე კორუფციული რისკისგან თავისუფლების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ისეთი მთავარი ქვეკომპონენტის მიხედვით, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისგან თავისუფლება” საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

„ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება იმ მიმართულებით, რომ საქართველოში შემოვა მეტი ინვესტიცია. დღეს, ქვეყანაში დაცულია ბიზნესი, დაცულია ინვესტორთა უფლებები და ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, მისი რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებასა და საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასება გაიუმჯობესა და მსოფლიოში 28-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულშია. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930