გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი 7-მა მაუწყებელმა დაარღვია და ეთერში დებატები არ განათავსა

4-12-2020

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა არხმა დაარღვია და ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ განათავსა. მაუწყებლები ვალდებულნი არიან მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზონ და მისცენ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგმა მაუწყებლებმა დაარღვიეს: „ტელეიმედმა“, „სტუდია მაესტრომ“, „პოსტივიმ“, „ტელერადიო კომპანია ატვ-12-მა“, „ტელეკომპანია თანამგზავრმა“, „ტელერადიო კომპანია ტვ 24-მა“ და „სილქ მედიამ“. კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „სტუდია მაესტრო, „პოსტივი“, „ტელერადიო კომპანია ატვ-12“, „ტელეკომპანია თანამგზავრი“ და „ტელერადიო კომპანია ტვ 24“ წერილობით გააფრთხილა, ვინაიდან აღნიშნული არხების მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, ხოლო „სილქ მედია“ სამართალდამრღვევად ცნო და სანქციისგან გაათავისუფლა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031