გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა რუსთავში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

23-04-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ტყის მასივის მოვლა - პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა - განხორციელების განყოფილების უფროსმა, რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს 1 200 ლარი გამოართვა.


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31