გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობამ თბილისში, აფხაზეთიდან დევნილ შშმ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

24-12-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით დღეს თბილისში აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ადგილზე მივიდა, შშმ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და თოვლის ბაბუასთან ერთად სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031