გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში სურსათის სარეალიზაციო და საზკვების ობიექტების შემოწმება მიმდინარეობს

24-04-2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტში შემოწმებული საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან ხუთში კრიტიკული შეუსაბამობები - არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირება, გამწოვი სისტემების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა დაფიქსირდა, რის გამოც ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.


სააგენტოს მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, ობიექტებს „ფიროსმანი“, „მარანი“ და „ძველი სიღნაღი“ უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ხოლო „ბურჯს“ და „ტერასა სიღნაღს“ დღეისათვის კვლავ შეჩერებული აქვთ.


სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა სოფელ ყარაჯალაში არსებულ ხორცის სარეალიზაციო ბაზარში - შპს „ფალავანი“, რის გამოც ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


რეგიონში ასევე მიმდინარეობს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების და რეალიზატორების შემოწმებაც. სააგენტოს ინსპექტორებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია შპს „ნობეკოს“ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031