გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებლად კახა გულედანის კანდიდატურა წარადგინა

25-04-2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონის გამგებლად კახა გულედანის კანდიდატურა წარადგინა.

თბილისის მერის თქმით, კახა გულედანს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.


„მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც სამგორის რაიონის მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


კახა გულედანი 2016 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. იყო ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მისი კანდიდატურა საკრებულოში დღესვე გადაიგზავნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031