გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: „იმედის“ დარბევა ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტია, რისი მსგავსიც დემოკრატიულ ქვეყანაში არ მომხდარა

25-04-2018


სოზარ სუბარის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტია და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების სახეს წარმოადგენს.

მისივე თქმით, დროთა განმავლობაში ამ საქმეში ბრალეული სხვა პირებიც გამოიკვეთებიან.

 „იმედის დარბევა იყო ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი ფაქტი, რაც კი მომხდარა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ესაა ადამიანის უფლებების ხელყოფისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებზე თავდასხმის ფაქტი. ფაქტი, რომლის მსაგვსიც არ მგონია რომელიმე დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ოდესმე მომხდარიყოს, ესაა ფაქტი, რომელიც არის დამახასიათებელი მხოლოდ ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმებისთვის. ეს იყო ნათელი და მკაფიო სახე სააკაშვილის ხელისუფლების. დიდი ხანია ამ საქმეზე გამოძიება მიდის. ყოფილ პრეზიდენტს უკვე წარედგინა ბრალი. დღეს ბრალი წარედგინა ასევე ირაკლი კოდუას. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში კიდევ გამოჩნდებიან პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება“- განაცხდა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრისა და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031