გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მმართველი გუნდის შეხვედრაზე ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებული დეპუტატები არ მიიწვიეს

26-04-2018

მმაერთველი გუნდის შეხვედრაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებული ე.წ ურჩი დეპუტატები არ მიიწვიეს.
სხდომას, სავარაუდოდ, დაესწრება საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ასევე მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.
„ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყნის ინტერესებზე მოვარგოთ ჩვენი ძირითადი მიმართულებები და არა მხოლოდ ლოკალური პრობლემების მოგვარებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უმრავლესობაში. დღევანდელ შეხვედრას დაესწრებიან მხოლოდ პარლამენტის სპიკერატის წარმომადგენლები, კომიტეტის თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარეები და პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. გარდა ამისა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად, რომ რომელიმე მხარე შეიძლება იყოს აქ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930