გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე: თუ ვინმეს პერსონალურ საკითხს ეხება, ეს ადამიანიც უნდა ესწრებოდეს წესით ასეთ განხილვებს

26-04-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ გუნდში საერთო აზრის ხისტი ფორმირების მცდელობა იქნება, ამით პოლიტიკური პროცესიც და გუნდიც დაზარალდება. 
მისივე თქმით, როდესაც განხილვა ვინმეს პერსონალურ საკითხს ეხება, ეს ადამიანიც უნდა ესწრებოდეს. 

„თუ ვინმეს პერსონალურ საკითხს ეხება, ეს ადამიანიც უნდა ესწრებოდეს წესით ასეთ განხილვებს, სწორი იქნება. შეიძლება პირადი უკმაყოფილების გრძნობაც გვქონდეს ერთმანეთთან მიმართებაში რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ იქნება მცდელობა საერთო აზრის ხისტი ფორმირების, რა თქმა უნდა ამითი პოლიტიკური პროცესიც და გუნდიც დაზარალდება“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე რაკლი კობახიძესთან დაპირისპირებული ე.წ ურჩი დეპუტატები არ მიიწვიეს. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31