გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერის შეთავაზებას დათანხმდა, რათა საკუთარი ავტორიტეტი პარტიის გაძლიერებისთვის გამოიყენოს

26-04-2018


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით ბიძნა ივანიშვილის დაბრუნება პარტიას გააძლიერებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა პარტიის შეთავაზებას, რათა საკუთარი ავტორიტეტი და რესურსები მისივე შექმნილი პარტიის გაძიერებისთვის გამოიყენოს.

 

„ბიძინა ივანიშვილის პარტიის ხელმძღვანელად დაბრუნება არის მხოლოდდამხოლოდ ახალი და პოზიტიური იმპულსი, რათა პარტია გაძლიერდეს. მოგეხსენებათ, პარტიის გაძლიერება ნიშნავს ქვეყნის გაძლიერებასაც, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან პოზიტიურად წაადგება. კიდევ უფრო მეტი პოზიტივისათვის, კიდევ უფრო მეტი მენეჯმენტისთვის და იმისთვის, რომ ასეთი ავტორიტეტის ადამიანმა თავისი ავტორიტეტი და რესურსები გამოიყენოს მის მიერ დაფუძნებული პარტიის გაძლიერებისთვის, ივანიშვილი დაეთანხმა პრემიერის შეთავაზებას, რომ მოსულიყო პარტიის ხელმძღვანელად“- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930