გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მხარს ვუჭერთ პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას

26-04-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დანიშვნის თაობაზე საკითხი პარტიის ყრილობაზე განიხილება.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობაზე რჩება და ის საკუთარ საქმიანობას განაგრძობს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ წარვადგენთ უკვე პარტიის ყრილობაზე. მე მოველი, რომ პარტიის ყრილობა სრული მხარდაჭერით ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.
სხვა სახელისუფლებო ცვლილებები არ იგეგმება. პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს წარმატებით იმ საქმეს, რომელიც მას დაწყებული აქვს და პარლამენტი ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სრულად დაუჭერს მხარს იმ რეფორმებს და იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც ჩვენ გავქვს მიცემული საზოგადოებისთვის“- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა პარტიის სახელით მას დღეს პრემიერმა კვირიკაშვილმა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31