გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტის კანდიდატად დასახელების თაობაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

27-04-2018


დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ კრიზისი არ არსებობს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტის კანდიდატად დასახელებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმარათლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ცვლილებები იქნება, რა თმა უნდა. რა რაოდენობა დარჩება და ვინ იქნება პოლიტსაბჭოში, ამას უკვე უახლოეს მომავალში გაიგებთ. მე დაავრჩები.

ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტის კანდიდატად დასახელებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმარათლეს არ შეესაბამება.

არანაირი კრიზისი გუნდში არ არსებობს. შეიძლება გარკვეულ ძალებს სურვილი ჰქონდეთ, რომ გუნდში იყოს განხეთქილება, კრიზისი, თუმცა, მე რამდენიმე კვირის წინ ვთქვი და გავიმეორებ, რომ უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს“ - განაცხადა კალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31