გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად იმერეთის რეგიონში 48 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული

28-04-2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში 48 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზატორი ლაშა შალამბერიძე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა და ინსტრუქციები გააცნეს.


აღინიშნა, რომ შეწამვლის პროცესი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით უახლოეს დღეებში დაიწყება.


სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლისთვის რესურსები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს.


„აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. მნიშვნელოვანია ამ პროცესში ყველა მხარის, სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა, რათა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტიანი“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930