გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ზუგდიდის მერიის წინ ფაროსანის შესაწამლ მანქანებს აკუმულატორები მოჰპარეს

29-04-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ქურდობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოპარულია 5 აკუმულატორი, რომელიც აზიური ფაროსანის შესაწამლ მანქანებს აქვს ამოცლილი.


ავტომობილები ზუგდიდის მერიას 25 აპრილს გადაეცა და ისინი მერიის წინ დააყენეს.


ზუგდიდის მერიაში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებენ, შსს-ს ინფორმაციით კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დამნაშავეების დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.




imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31