გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნას იწონებს

29-04-2018

„ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ეთნიკური უმცირესობების დაცვის და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით, და მოუწოდა საქართველოს მთავრობას გააგრძელოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა“-ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


უწყების ინფორმაციითვე, ევროკავშირმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლახანს შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი გააძლიერებს სიძულვილით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღებას და საქართველოს მთავრობას მოუწოდა კიდევ უფრო ოპერატიული გახადოს ადამიანის უფლებების საკოორდინაციო მექანიზმი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31