გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანიშვილის კუთვნილი ხეების გადატანის დროს დაპირისპირებისას ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოს წევრები ცემეს

30-04-2018

აჭარაში, ციხისძირში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ხეების გადატანის დროს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტის დროს დაშავდნენ ბათუმისა და ქობულეთის საკრებულოს წევრები, მათ შორის ბონდო თედორაძე და ნოდარ დუმბაძე.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქაფურის ხეების ციხისძირიდან ბარჟამდე გადატანის წინააღმდეგ გამოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ წევრებს ადგილზე „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დახვდნენ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა ისინი კონფლიქტში არ ჩარეულან და ინციდენტის შედეგადად არავინ დაუკავებიათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31