გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აუდიენცია ივანიშვილთან - რა უთხრეს „ძველებმა“ კობახიძეზე პარტიის ლიდერს?

30-04-2018

არაოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პარტიის თავჯდომარეობის შეთავაზების გამოცხადებამდე რამოდენიმე დღით ადრე, პარტიის დამფუძნებელთა რამოდენიმე ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა. ჩვენი ინფორმაციით, ყოფილ პრემიერთან აუდიენციაზე გედეონ ფოფხაძე, ზაზა პაპუაშილი და ნუკრი ქანთარა იმყოფებოდნენ. ჩვენი ინფორმაციით დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილს ეგრედ წოდებულ ახლებზე „სრული ინფორმაცია მიაწოდეს“.


წყაროს ცნობით, დეპუტატებმა პარტიის ლიდერს უთხრეს, რომ საპარლამენტო გუნდის საქმიანობაში შეცდომებია დაშვებული, უმრავლესობის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა იღებს და უმრავლესობის წევრები გადაწყვეტილებებს პოსტ ფაქტუმ იგებენ, წყარო ამბობს, რომ კობახიძესთან ერთად ძველების კრიტიკის ობიექტი უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ფრაქციის თავჯდომარე მამუკა მდინარაძე იყვნენ.


ინფორმაციის თანახმად, სწორად ამ შეხვედრის შედეგია ის, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზ კობახიძემ და მდინარაძემ ივანიშვილის მწვავე კრიტიკა დაიმსახრურეს. ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები არ კეთდება.




pirveliradio.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031