გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: პოლიტსაბჭოს მოქმედი შემადგენლობა გადაწყვეტს ახალი შემადგენლობისთვის ვინ წარუდგინოს ყრილობას

1-05-2018

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს ახალ შემადგენლობაზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, განახლებულ პოლიტსაბჭოში იქნებიან როგორც ძველი, ასევე ახალი წევრებიც.

„მოქმედი შემადგენლობა გადაწყვეტს ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობისთვის ვინ წარუდგინოს ყრილობას. ვიდრე შეიკრიბება მოქმედი პოლიტსაბჭო, კონკრეტული პირების შესახებ მე ვერაფერს გეტყვით.

იმას დაგიდასტურებთ, რომ იქნება გადახალისება, იქნება ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, დარჩება, რა თქმა უნდა, ძაველი წევრები და იქნებიან ახლებიც“- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031