გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეფექტურად განახორციელოს თამბაქოს მოწევის აკრძალვის კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა

3-05-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას გამოეხმაურა.


პრემიერის განცხადებით, საქართველოში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კატასტროფულია.


„მოგეხსენებათ, 1-ლი მაისიდან საქართველოში ამოქმედდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით.


მაშინ, როდესაც მსოფლიოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10%-ია, საქართველოში ეს რიცხვი 22%-ს შეადგენს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ამიტომ, მოვუწოდებ და ვთხოვ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები.


მსოფლიოში ემპირიულად დადგენილია, რომ ასეთ კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გაგებით მოვეკიდოთ, განსაკუთრებით - ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ. რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეფექტურად განახორციელოს ამ კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. თუმცა, როგორც შსს-ს განცხადებაშიც იყო ნათქვამი, მოქალაქეების მხრიდან ამ პრობლემის გაგება და თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მისი ეფექტურობისთვის“-განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031