გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტებისთვის 5 მლნ ლარი გამოიყო

3-05-2018

2017-2018 წლებში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით, 5 მლნ ლარი გამოიყო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.


„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოვყოფთ 5 მლნ ლარს. ნაწილდება: ოზურგეთის, ტყიბულის, საჩხერის, ქუთაისის, წალენჯიხის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებზე. ამ თანხებით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები რეაბილიტირდება. საუბარია საცხოვრებელ სახლებზე, მრავალბინიან კორპუსებზე, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე და ასევე, საავტომობილო და საფეხმავლო ბოგირებზე, ნაპირსამაგრ ნაგებობებზე და ა.შ.,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031