გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, იქნება ეს პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი თუ მისი ბიცოლა

9-05-2018

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კანონი ყველა მოქალაქისთვის უზენაესია. 
კალაძის თქმითვე, დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს ის, დაისჯება.

„ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი, დეიდაშვილ-მამიდაშვილი თუ მისი ბიცოლაა, არ აქვს მნიშვნელობა. კანონი არის ყველასთვის კანონი, უზენაესი, ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ჩვენ ეს მიდგომები არ გვახასიათებს, შესაბამისად, ვინც დაარღვევს კანონს, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ პასუხი აგებინონ“- განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930