გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცება მოხდება

10-05-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც ხვალ გაიმართება, პარტიის თავმჯდომარის არჩევა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცება მოხდება.

მისივე თქმით, ყრილობის პირველი ნაწილი ტექნიკურ ხასიათის იქნება.

„პირველი ნაწილი წმინდათ ტექნიკურ ხასიათს ატარებს, სადაც ყრილობის მდივანი უნდა შეირჩეს. ხოლო რაც შეეხება ყრილობის მეორე ნაწილს, აქ მედიას სრული ინფორმაცია ექნება, პარტიის ლიდერები გამოვლენ სიტყვით და მოხდება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის დამტკიცება“- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობა ხვალ, 11 მაისს გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930