გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფოთში მცირეწლოვანმა ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება მიიღო

10-05-2018

ფოთში 6 წლის გოგონამ ტკბილეულის ნაცვლად, სავარაუდოდ, მაღაზიის გამყიდველის შეცდომის გამო, ქიმიური ნივთიერება მიიღო.
ბავშვი პირის ღრუსა და შინაგანი ორგანოების დამწვრობით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. 
„ბავშვს უნდოდა კანფეტი. ხომ იცით, ყველაფერი ერთმანეთთან დევს და შეცდომით აიღო. ბავშვმა თვითონ დაადო ხელი, ეს მინდაო. ბებიამ გახსნა და თავად ჩააყარა. გოგონამ კივილი დაიწყო სიმწრისგან. წყალი მოიტანეს, მაგრამ ამასობაში გაუსივდა ენა და ტუჩები. ეს იყო მჟავა, რომელსაც ონკანებისს და მილების გასასუფთავებლად იყენებენ“- განაცხადა ადგილობრივმა.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31