გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: დღესვე დაიწყეთ მუშაობა, რომ სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირება სალაპარაკო აღარ გახდეს

16-05-2018

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესა და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მუმლაძეს სთხოვა, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დღესვე დაიწყონ.


მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ზაფხულის სეზონის დადგომამდე უნდა მოგვარდეს, რათა მგზავრებს კომფორტულად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ.

„გავალებთ, რომ ე.წ. ყვითელი ავტობუსების კომპანიის მფლობელებთან მოლაპარაკებები დაიწყოთ, რომ ზაფხულში კონდიცირების პრობლემა მოგვარდეს, რათა მერსა და მერიას განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემაარ დასჭირდეს, რომ მოქალაქეებს ელემენტარულად, კომფორტულად შეეძლოთ მგზავრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებები დროულად უნდა დაიწყოს.


„გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რათა აღნიშნული პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო. მათ აქვთ დრო და არის შესაძლებლობა იმისა, რომ მგზავრები კომფორტულ გარემოში გადაადგილდნენ. დღესვე დაიწყეთ ამაზე მუშაობა და აღნიშნული პრობლემა იქნეს მოგვარებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930