გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
გიორგი გახარიას ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციულის ნაცვლად, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

18-05-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომლის თანახმად, შესაძლოა, ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, შს სამინისტრო მუშაობს რამდენიმე ინიციატივაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში გააჟღერებს.

“მინდა გითხრათ რამდენიმე ინიციატივაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაჟღერდება. ეს არის ოჯახში ძალადობის მიმართულებით. გვინდა, რომ გამეორების ნაწილში ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართალზე გადავიდეთ, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ცივი იარაღის საკითხს, ცივი იარაღი არის საკმაოდ სეროიოზული გამოწვევა, რომლის გამოძახილი უკვე სერიოზულ ციფრებშია და შეგიძლიათ სტატისტიკა იხილოთ“, - განაცხადა გახარიამ. 

"ინტერპრესნიუსი"

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930